სპერმატოზოიდების ქირურგიული მოპოვება :
აზოოსპერმია ეწოდება მოძრავი და შესაბამისად, განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდების არარსებობას სპერმაში და გვხვდება მამაკაცების 1%-ში და იმ მამაკაცების 10-15%-ში, რომელთაც უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ოლიგოსპერმია წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, როდესაც სპერმაში სპერმატოზოიდები არ მოიპოვება.
აზოოსპერმიის შემთხვევაში სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობის მოპოვებაა შესაძლებელი ცენტრიფუგაციის მეთოდით. თუ მოპოვებული სპერმატოზოიდები საკმარისი აღმოჩნდა მიკროინექციისათვის, მაშინ ქირურგიული ჩარევა საჭირო აღარ გახდება.
თუ სპერმაში განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდები არ მოიპოვება, უნდა ჩატარდეს სპერმის ასპირაცია (TESA) ან სპერმის ექსტრაქცია (TESE) სათესლე ჯირკვლებიდან.
აზოოსპერმიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ანომალია:
⊕ თესლის გამომტანი სადინარების დახშობა; სპერმა იწარმოება, მაგრამ გარეთ ვერ გამოდის. მსგავს შემთხვევაში მოძრავი სპერმატოზოიდების მოპოვება შესაძლებელია TESE- ს მეთოდით.
⊕ სპერმატოზოიდების წარმოება ან ძალიან მცირე რაოდენობით ხდება ან საერთოდ არ იწარმოება. გამომწვევი მიზეზები რაიმე სახის პრობლემას არ უკავშირდება. მსგავს შემთხვევებში სპერმატოზოიდების მოპოვება შეიძლება ორივე (TESA და TESE) მეთოდის გამოყენებით.