151560

იმპლანტაციამდელი გენეტიკური დიაგნოსტიკა

იმპლანტაციამდელი გენეტიკური დიაგნოსტიკა :

იმპლანტაციამდელი გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD) წარმოადგენს ემბრიონის გენეტიკური პროფილის შედგენას მის იმპლანტაციამდე. საამისოდ გამოიყენება ორი მეთოდი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ე.წ FISH-ი, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება ემბრიონის ქრომოსომული შემადგენლობა. ასევე ხდება რაოდენობრივი და სტრუქტურული ანომალიების გამორიცხვა. მეორე მეთოდია 24-sure/Microarray (მიკროარაი)-თითოეული ემბრიონის ქრომოსომული სკრინინგი ანომალიების გამოვლენის მიზნით. ეს მეთოდი ასევე ცნობილია Array-CGH-ის სახელით და წარმოადგენს იმპლანტაციისათვის ჯანსაღი ემბრიონების შერჩევის ყველაზე სანდო მეთოდს. ჩვენს კლინიკაში ორივე მეთოდი აქტიურად გამოიყენება.