151560

IVF-ის საფეხურები

თუ ტესტები და გამოკვლევები ვერანაირ პრობლემას აღმოაჩენენ, მკურნალობა პაციენტის ციკლის მეორე ან მესამე დღესვე შეიძლება დაიწყოს. მკუნალობა ძირითადად 45 დღე გრძელდება. პირველი ოცდაათი დღის განმავლობაში, პაციენტი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს სახლში. ბოლო თხუთმეტი დღის განმავლობაში, პაციენტი ხშირად უნდა მოვიდეს კლინიკაში.

1. ჩახშობის სტადია: ამ სტადიაში მიზანი საკვერცხეებში კვერცხუჯრედების სინქრონირებული განვითარების სტიმულიზირებაა, რაც რეგულარული ციკლის რაღაც დროით დაწყნარების გამოწვევით ხდება. ასევე პაციენტი იწყებს ანტიბიოტიკების, ფოლეის მჟავის და ასპირინის მიღებას. ამ სამ კვირიანი ეტაპის დროს პაციენტისთვის არ არის კლინიკაში მოსვლა აუცილებელი. ძალიან დაბალი ოვულაციის მქონე პაციენტებმა შეიძლება ეს ეტაპი გამოტოვონ და პირდაპირ საკვერცხეების სტიმულირების ეტაპზე გადავიდნენ.

2. საკვერცხეების სტიმულირების სტადია: ეს მკურნალობის მთავარი სტადიაა. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მღების დამთავრების შემდეგ, პაციენტს ციკლის მეორე ან მესამე დღეს საკვერცხეების მასტიმულირებელი მედიკამენტების მიღება იწყება. ასპირინის და ვიტამინების მიღებაც ხდება ამ სტადიაში. ძირითადად 10 დღე გრძელდება, მაგრამ შეიძლება 9-12 დღემდე იმერყეოს. ფოლიკულების ზრდის მიხედვით ამ ეტაპზე პაციენტები თვითონ მკურნალობენ ჰიპოდერმიული ნემსებით სახლის პირობებში, მაგრამ ყოველ 2-3 დღეში საჭიროა ექოსკოპია, რათა დადგინდეს ფოლიკულების ზომა. ასევე რამდენიმე კატეგორიის სისხლის ანალიზი შეიძლება გახდეს საჭირო ამ ეტაპზე, რათა გაკონტროლდეს ჰორმონების დონე. საკვერცხეების სტიმულირების ეტაპი მაშინ მთავრდება როცა 3-4 ბოლომდე განვითარებული პოლიკულა შეიმჩნევა ექოსკოპიის დროს და ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექცია კეთდება ამ კვერცხუჯრედების ბოლომდე ჩამოსაყალიბებლად.

3. ოიციტების აღების სტადია: ოიციტების აღება, ეგრეთწოდებული ფოლიკულების მოპოვება, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექციის გაკეთებიდან 35 საათში იგეგმება. ამ დროისთვის კვერცხუჯრედები განცალკევებულები არიან და თავის ფოლიკულებში ტივტივებენ. ნემსი შედის ვაგინის ზედა კედელში და ვაგინალური ექოსკოპიის დახმარებით ფოლიკულებიდან სითხე გამოიწოვება. პროცედურა ძირითადად 10-30 წუთი გრძელდება. ამ დროს ანესთეზიოლოგი სუსტ ანესთეზიას გააკეთებს ინტრავენურად. ამ პროცედურის შემდეგ, სპერმატოზოიდები შეჰყავთ ყოველ კვერცხუჯრედში მიკროინექცის საშუალებით. ამ პროცედურის შემდეგ კვერცხუჯრედების 70-80% ნაყოფიერდება და განაყოფიერებული კვერცხუჯრედების 40-50% ვიზუალურად კარგ განვითარებას აჩვენებს. ოიციტების აღების შემდეგ პროგესტერონის საჭირო დოზას იღებს პაციენტი ვაგინალური გელების ან აბების სახით, და ეს სამი თვის განმავლობაში გრძელდება, თუ დაორსულება მოხდება.

4. ემბრიონის გადატანის სტადია: ემბრიონების განვითარებაზე 2-5 დღიანი დაკვირვების შემდეგ ვიზუალურად ყველაზე ჯანმრთელი ემბრიონები ირჩევა გადასატანად, პაციენტის თანხმობით. ეს პროცედურა, რომელსაც ეხოსკოპიაც ახლავს თან, უმტკივნეულო და ხანმოკლეა. ემბრიონის გადატანის შემდეგ, თუ ჯანმრთელი ემბრიონები დარჩება პაციენტის მოთხოვნით შეიძლება გაიყინოს და მომავალი ორსულობისთვის იქნას გამოყენებული.

5. გადატანის შემდგომი ლოდინი და ორსულობის ტესტი: ბევრი მეცნიერული კვლევა აჩვენებს, რომ არ არის ემბრიონის გადატანის შემდეგ მუდმივი წოლითი რეჟიმი საჭირო. პაციენტს შეუძლია თავის ჩვეულ, ყოველდღიურ რუტინას დაუბრუნდეს. ნებადართულია, საპირფარეშოში სიარული, სიარული, კიბეებზე სიარული, მანქანით ან თვითმფრინავით მგზავრობა, აბაზანის მიღება. ემბრიონის გადატანიდან 12 დღეში ტარდება ორსულობის ტესტი, რომ დადასტურდეს მკურნალობის წარმატება.

.