ოიციტების აღება
ოიციტების აღება, ეგრეთწოდებული ფოლიკულების მოპოვება, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექციის გაკეთებიდან 35 საათში იგეგმება. ამ დროისთვის კვერცხუჯრედები განცალკევებულები არიან და თავის ფოლიკულებში ტივტივებენ. ნემსი შედის ვაგინის ზედა კედელში და ვაგინალური ექოსკოპიის დახმარებით ფოლიკულებიდან სითხე გამოიწოვება. ეს სითხე სასაწრაფოდ ლაბორატორიაში უნდა იქნას გადატანილი, სადაც კვერცხუჯრეები პეციალურ ხსნარებში განთავსდება პრეზერვაციისთვის.
პროცედურა ძირითადად 10-30 წუთი გრძელდება. ამ დროს ანესთეზიოლოგი სუსტ ანესთეზიას გააკეთებს ინტრავენურად. 1-2 საათი კლინიკაში დასვენების მერე პაციენტს შეეძლება სახლში წასვლა.
ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია
მას შემდეგ, რაც კვერცხუჯრედები შეტანილია ლაბრატორიაშიდა სპეციალურ ხსნარებშია გაწმენდილი, ისინი სიმწიფის დონის მიხედვით ჯგუფდებიან. ყველაზე მომწიფებული კვერცხუჯრედები მიკროინექციის საშუალებით ნაყოფიერდებიან. ეს უჯრედები ინახება სპეციალრ ხსნარებში ინკუბატორებში. მიკროინექციის პროცესისას, ძალიან ზუსტი მიკროსკოპები და დანადგარები გამოიყენება.
მიკროინექციიდან 12-18 საათის შემდეგ, კვერცხუჯრედები ახალ ხსნარებში ლაგდება და ისინჯება მათი ნაყოფიერება. ამ ეტპზე 80% არის განაყოფიერების შანსი. განაყოფიერებული უჯრედები შემდეგ 2 -5 დღის განმავლობაში ლაბორატორიაში ინახება.
ლაბორატორია IVF კლინიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. დანადგარების მრავალფერვნება და ხარისხი მკურნალობის წარმატებასთან პირდაპირპროპორციულია. ჩვენს კლინიკაში ყველა პროცედურა უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიით ტარდება.
ემბრიონის გადატანა
ოიციტების აღებიდან 2-5 დღეში ტარდება ემბრიონის გადატანა. ამ პროცედურამდე წყვილი ინფორმირებულია განაყოფიერების, ემვრიონის განვიტარებს და მთლიანი პროცედურის შესახებ. ემბრიონის სურათებით, ექიმი პაციენტთან ერთად წყვეტს რამდენი ემბრიონის გადატანა უნდა მოხდეს.
ემბრიონის გადატანის დროს საჭირო სავსე შარდის ბუშტის ქონა, რადგან ის ექოსკოპიის დროს საშვილოსნოს უკეთესად დანახვის საშუალებას იძლევა. ემბრიონის გადატანა უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც საოპერაციო ოთახში ტარდება. ემბრიონები მიკროსკოპიტ ირჩევა ლაბორატორიაში და ძალიან რბილ და წვრილ კათეტერში თავსდება. შემდეგ ამ კათეტერით ისინი ვაგინალური გზით საშვილოსნოშ თავსდებიან.
ეს პროცედურა მკურნალობის ყველაზე მარტივი, მაგრმა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ემბრიონის გადატანის შემდეგ პაციენტს სეუძლია ტავის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.