სუროგაცია:
იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს დაბადებიდან არ აქვს საშვილოსნო (თანდაყოლილი განვითარების მანკის, ოპერაციული ჩარევის შემდეგ) , ბავშვის მუცლით ტარება არ შეუძლია (მაგალითად, საშვილოსნოს ანომალიის გამო) ან ორსულობა საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, ბავშვის გაჩენა შესაძლებელია სუროგატი დედის მეშვეობით. სუროგაცია აბსოლუტურად ლეგალურია საქართველოში და მას ზედამხედველობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უწევს. თავდაპირველად მხარეები (წყვილი და სუროგატი) აფორმებენ ხელშეკრულებას, სადაც მათი უფლებები და მოვალეობებია აღწერილი. დაბადების შემდეგ ბავშვი ოფიციალურად დარეგისტრირდება როგორც წყვილის შვილი.