კვერცხუჯრედის (ოოციტის) გაყინვა და შენახვა ხდება სხვადასხვა მიზეზით:
⊕ პაციენტი იტარებს ან აპირებს ჩაიტაროს მკურნალობის გარკვეული კურსი (მაგალითად, ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპია), რომელიც კვერცხუჯრედების წარმოებას აფერხებს.
⊕პაციენტს სურს გადადოს ორსულობა გარკვეული მიზეზების გამო.
პაციენტი, რომლის კვერცხუჯრედების გაყინვა უნდა მოხდეს, თავდაპირველად გადის ინ-ვიტრო განაყოფიერების მკურნალობის კურსს. სწორედ ამის შემდეგ ხდება კვერცხუჯრედების მოპოვება და გაყინვა.
გასაყინდა ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ხსნარებსა და თხევად აზოტს, რომლებშიც ოოციტების შენახვა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება.