სპერმის გაყინვა ხდება სხვადასხვა მიზეზით:
⊕ პაციენტი იტარებს ან აპირებს ჩაიტროს მკურნალობის გარკვეული კურსი (მაგალითად, ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპია), რომელიც სპერმის წარმოებას აფერხებს.
⊕ პაციენტს აქვს აზოოსპერმია ან ოლიგოსპერმია და სპერმატოზოიდების მოპოვება ხდება TESA ან TESE-ს მეთოდის გამოყენებით. მსგავს შემთხვევებში რეკომენდირებულია სპერმის გაყინვა, რადგანაც მისი მოპოვების შემდგომი მცდელობა შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს.
გასაყინად ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ხსნარებსა და თხევად აზოტს, რომლებშიც სპერმატოზოიდის უჯრედების შენახვა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება.